მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს

“ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი 49 756 ადამიანს შეადგენს.

ხმის მიცემა ორი დღე გაგრძელდება და შედეგები 30 იანვარს გამოცხადდება.

კომენტარები