მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

აშშ-ში, ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს. ცნობილი ხდება, რომ ლევან გალდავა, მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე 47 წლის დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს ქუჩაში სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები