მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა.

ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ნოდარ ნათაძე მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორია.

კომენტარები