მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ოთარ შამუგია – ჭიათურაში არსებულ რეალობას ერთ დღეში ვერ შევცვლით

ოთარ შამუგია – ჭიათურაში არსებულ რეალობას ერთ დღეში ვერ შევცვლით

ნამდვილად ვარ ჭიათურაში ნამყოფი და რატომ ამტკიცებთ, რომ არ ვარ ნამყოფი – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეკითხვას, მინისტრის რანგში ნამყოფია თუ არა ჭიათურაში.

“ნამდვილად ვარ ჭიათურაში ნამყოფი და რატომ ამტკიცებთ, რომ არ ვარ ნამყოფი, არ მესმის და რატომ გაინტერესებთ… დიახ, მინისტრის რანგში ვარ ნამყოფი. რას ნიშნავს თარიღი გითხრათ? მე ვერ შეგითანხმებთ ნამდვილად სად და როდის დავდივარ. თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება იქ და ამაზე უნდა დასვათ კითხვა, როდის ვიყავი იქ და როდის სად დავდივარ, ამაზე ანგარიშს ნამდვილად ვერ ჩაგაბარებთ…

“ჯორჯიან მანგანეზს“ რაც შეეხება, დიახ, მმართველს არ ჰქონდა კონკრეტული გეგმა და ამ გეგმასთან მიმართებით არის ღონისძიებები, რაც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. მოდით, აქაც რეალურად შევხედოთ მოვლენებს, ეს არის ძალიან დიდი ხნის მემკვიდრეობა და ჩვენ ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით რეალობას. თანმიმდევრული უნდა ვიყოთ…”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის დროს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა და 2016 წლიდან “ჭიათურ მანგანუმს“ სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, თუმცა, ვითარება არ უმჯობესდება.

კომენტარები