მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე”

“ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისი-ბათუმის გზაზე ოთხი მანქანა დაყვება.

დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა მანქანა იდენტიფიცირებულია და ფოტო მტკიცებულებები გადაეცემა ყველა საელჩოს.

“პარლამენტის წევრზე ფარული თვალთვალის შესახებ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები გადაეცემა ყველა საელჩოს.

ყველა მანქანა გვყავს დაფიქსირებული და იდენტიფიცირებული. ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე”, – წერს დეკანოიძე.

სავარაუდო თვალთვალის შესახებ დეკანოიძემ გუშინაც გაავრცელა ინფორმაცია.

“ქუთაისში მთელი ოცნების კოორდინატორები/სუსი დამყვება.. შეცოტავებულან” – წერს დეკანოიძე.

კომენტარები