მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ომიკრონმა“ პანდემიის საწყის პერიოდში დაგვაბრუნა”

“ომიკრონმა“ პანდემიის საწყის პერიოდში დაგვაბრუნა”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, “ომიკრონი“ ყველას შეიძლება შეხვდეს, აცრილსაც და გადატანილი ვირუსის მქონე ადამიანსაც, თუმცა ვაქცინირებულები და მით უფრო ისინი, ვისაც ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, ომიკრონს ბევრად მარტივად გადაიტანენ.

“უნდა გააცნობიეროს საზოგადოების ყველა წევრმა, რომ “ომიკრონმა“ პანდემიის საწყის პერიოდში დაგვაბრუნა, აცრილიც, გადატანილიც, მოწყვლადი გავხდით ახალი ინფექციის მიღების მიმართ. ამიტომ დიდი არეალი გაუჩნდა ომიკრონს და პოპულაციის დიდი ნაწილი ისევ, არის მიმღები და მოწყვლადი ამ ინფექციის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ყველას გვინდა ინფექცია გადავიდეს პანდემიიდან ენდემურ ფაზაში, მაგრამ ენდემური ფაზა არ ნიშნავს, რომ ინფექცია არ იქნება დამაზიანებელი ადამიანებისთვის. ენდემური არის შიდსი, მალარია, მაგრამ ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს ყოველწლიურად”,-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები