მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 200 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 200 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 200 ბავშვი დაიღუპა, 360 კი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 117, კიევის ოლქში – 105, ხარკოვში – 88, ჩერნიგოვში – 54, ხერსონში – 41, ნიკოლაევსკში – 40, ლუგანსკში – 36, ზაპოროჟიეში – 23, დედაქალაქში – 16, სუმში – 16, ჟიტომირში – 15.

რუსეთის დაბომბვების შედეგად დაზიარდა 1018 სასაწავლო დაწესებულება, მათ შორის 95 – სრულად დაინგრა.

როგორც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებები ართულებს.

 

კომენტარები