მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ონჯოხეთი კი არა, ჯოჯოხეთია ეს” – ვანის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

“ონჯოხეთი კი არა, ჯოჯოხეთია ეს” – ვანის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთში ამორტიზებული გზის გამო, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

ადგილობრივების თქმით, უამინდობის დროს მათ საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადასა და მაღალი გამავლობის მანქანებსაც კი უჭირთ.

უგზოობასთან ერთად, ონჯოხეთში მცხოვრებლებს გაზის არქონაც აწუხებთ. ადგილზე გაზის მილები გაიყვანეს, თუმცა მასში ბუნებრივი აირი არ გაუშვიათ. აღნიშნული პრობლემების გამო, ადგილობრივები სოფლებს ტოვებენ.

“საშინელი მდგომარეობაა, მანქანა აქ ვერ მოდის, ტაქსი თუ მოვიდა 25-30 ლარი უნდა, კარიერი გააკეთეს და წყალი გადმოდის. მამამთილი მომიკვდა და მეზობლები მოვიდნენ – ონჯოხეთი კი არა ჯოჯოხეთია ესო, ქალი წაიქცა და ცხვირ-პირი კინაღამ მოიტეხა. ახალგაზრდები აქ აღარ არიან, ბებრები ვართ დარჩენილი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარები