მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ოპერაციიდან შეიძლება ვერ გამოხვიდე ცოცხალიო, შენ შვილს რომ რამე დაემართოს, არ გეშინიაო?”

“ოპერაციიდან შეიძლება ვერ გამოხვიდე ცოცხალიო, შენ შვილს რომ რამე დაემართოს, არ გეშინიაო?”

სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა ქალზე – ქუთაისში მცხოვრები მაკა ბაზღაძე ამტკიცებს, რომ ყოფილი უფროსი გოჩა კაცაძე მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა ქუთაისში, შპს ბალასტის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლზე კაცაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობა საჯაროდ გააპროტესტა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, კაცაძემ ქალი ჯერ სამსახურიდან გააგდო, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

“ძაღლის გამო მეჭიდავები ამხელა კაცსო? აიღე პოსტიო, თორემო უფრო მეტს დაგიშავებო. ანუ ოპერაციიდან შეიძლება ვერ გამოხვიდე ცოცხალი, შეიძლება რამე დაგემართოსო. შვილი ხომ გყავსო? კი-მეთქი მყავს. გზაში რომ რამე მოუვიდეს და დაემართოს შენ გამო არ გეშინიაო?”,- აცხადებს მაკა ბაზღაძე.

თავად კომაპნიის მენეჯერი გიორგი ვაშაკიძე მუქარის შესახებ ინფორმაცია უარყოფს და ამბობს, რომ მაკა ბაზღაძის განცხადება ტყუილია.

კომენტარები