მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა

ქუთაისში “ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა

ქუთაისში, “ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს „ოფროუდ ფედერაციის“ ორგანიზებით ჩატარდა.

“ოფროუდ სპრინტში“, რომელიც ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ მოეწყო, 32 ეკიპაჟი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები.

გათამაშდა 4 საპრიზო კატეგორია.

“საუკეთესო ეკიპაჟის” პრიზი ქუთაისელი ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.

კომენტარები