“ოცნების” ქუთაისელი მხარდამჭერი აცხადებს, რომ თბილისში წასვლის მიზეზი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
აქტივისტი აცხადებს, რომ თბილისში, მთაწმინდაზე, წმინდანს პატივი უნდა მიაგოს.
“ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა დღეს, 184 წელი უსრულდება და მივდივარ მთაწმინდაზე”, – ამბობს “მთავარ არხთან” “ქართული ოცნების” აქციის მონაწილე, რომელიც თბილისში იმერეთიდან მოდის.
შეგახსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძე 8 ნოემბერს დაიბადა.
კომენტარები