მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოჯახი 34 წლის ჯიმი სართანიას ეძებს

ოჯახი 34 წლის ჯიმი სართანიას ეძებს

ოჯახი 34 წლის ქუთაისელ ჯიმი სართანიას ეძებს.

გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახის ინფორმაციით, მისი კვალი პირველ მარტს აჭარაში, სარფთან იკარგება.

დაკარგული ახალგაზრდის მეგობრები და ოჯახის წევრები სამძებრო ღონისძიებებში თავადაც არიან ჩართული.

“მეგობრებო, გთხოვთ 1 მარტს ღამით სახლიდან გავიდა სარფის მიმართულებით ჩვენი ახლობელი ჯიმი სართანია.

გთხოვთ თუ ვინმემ შეამჩნიეთ ან იპოვეთ სადმე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ და გადააზიარეთ.

ჯიმი სართანია არის მაღალი, შავი ფერის თმით, 1.80 სანტიმეტრის. სრული აღნაგობის. აცვია შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი. არის სათვალით, ამჟამად შეიძლება იყოს ვითარებიდან გამომდინარე რთულ ემოციურ სიტუაციაში. ამიტომ გულისყურით დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. გთხოვთ დაგვიკავშირდით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში

მობ: 598 46 86 73 ქრისტინე

მობ: 599 190 895 ემზარი”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ახლობლები ავრცელებენ.

კომენტარები