მთავარიახალი ამბებისლაიდი

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, – ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს

“დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული) ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ.

გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ, მეც ვერ წარმომედგინა”, – წერს შუშანია.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს უცხადებს მხარდაჭერას.

კომენტარები