მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პანდემიები ასე ადვილად არ მთავრდება, კუდს აუცილებლად იქნევს”

“პანდემიები ასე ადვილად არ მთავრდება, კუდს აუცილებლად იქნევს”

პანდემიები ასე ადვილად არ მთავრდება, კუდს აუცილებლად იქნევს, – ამის შესახებ ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ლელა ბაქანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეში კორონავირუსის დადასტურებული დაახლოებით მილიონი შემთხვევაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ გამქრალა.

“რაღაც სინუსოიდაზე მიდის ყველა ეპიდემია, თავიდან ძლიერია, მერე აღწევს პიკს და შემდეგ დაბლა ეშვება. ასეთი დაღმა სვლის პერიოდში ვართ ახლა ჩვენ, თუმცა ახლა რომ ვუყურებ სტატისტიკას, დღეში დაახლოებით მილიონი შემთხვევა არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ გამქრალა. საბედნიეროდ, უკეთეს დღეში ვართ, ძალიან ბევრმა ქვეყანამა მოხსნა აკრძალვები, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა, რადგან საფრთხე ნაკლებია, მაგრამ არსებობს“, – განაცხადა ლელა ბაქანიძემ „იმედის“ ეთერში.

 

 

კომენტარები