თბილისში, პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.
პარლამენტის უკან ვითარება ერთი საათის წინ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს იმოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კომენტარები