მთავარიახალი ამბებისლაიდი

“პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ქვეყანამ წააგო, თბილისში დაბრუნება სწორი იყო”

“პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ქვეყანამ წააგო, თბილისში დაბრუნება სწორი იყო”

სახელისუფლებო პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ქვეყნისთვის წამგებიანი იყო.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო.

“მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არც გურულისთვის, არც კახელისთვის, არც აჭარელისთვის უკითხავთ პარლამენტი რომ ქუთაისში გადმოიტანეს. ჩვენ კი გაგვიხარდა, მაგრამ ამით ქვეყანამ წააგო”, – განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა “ფორმულასთან” საუბრისას.

კომენტარები