მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან.

მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

კომენტარები