მთავარიახალი ამბებისლაიდი

“პარტიის რღვევა მაშინ იწყება, როდესაც სამშობლოს მოყვარულ ხალხს, ანგარებიანით ჩაანაცვლებ”

“პარტიის რღვევა მაშინ იწყება, როდესაც სამშობლოს მოყვარულ ხალხს, ანგარებიანით ჩაანაცვლებ”

ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას თქმით, პარტიის რღვევა იწყება მაშინ, როცა პატრიოტ ადამიანებს ანგარებიანი პირებით ჩაანაცვლებ.

კოსტავა არ აკონკრეტებს, თუ რომელ პარტიაზე საუბრობს, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, ის “ქართულმა ოცნებამ” მომდევნო მოწვევის არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ ჩასვა.

“ზოგადად, ყველა პარტიის გასათვალისწინებლად, პარტიის რღვევა მაშინ იწყება, როდესაც სამშობლოს მოყვარულ ხალხს, ანგარებიანი ხალხით ჩაანაცვლებ და შენც ანგარება გადაგწონის. ამ დროს ირღვევა პარტია”, – წერს სოციალურ ქსელში ნანა კოსტავა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები