მთავარიახალი ამბებიქუთაისი

პარტიის ყოფილი წევრი “ოცნებას” მიმართავს – თქვენი ერთგული ხალხი ფეხებზე დაიკიდეთ, აღარავინ დაგრჩებათ გვერდით

პარტიის ყოფილი წევრი “ოცნებას” მიმართავს – თქვენი ერთგული ხალხი ფეხებზე დაიკიდეთ, აღარავინ დაგრჩებათ გვერდით

ქუთაისში, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და აქტიური მხარდამჭერი გაბრიელ ფოლკენშტერნი მმართველ პარტიას მიმართავს.

მისი თქმით, „ოცნებამ“ ეს წლები ხალხისთვის არაფერი გააკეთა და ახლა პარტიას ის ხალხიც აგინებს, ვინც ასე უერთგულათ.

გაბრიელ ფოლკენშტერნი მოუწოდებს მმართველ გუნდს, საქმე აკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო დარჩებიან.

“პროსტა ხო 9 წელი იმას შეალიეთ, რომ ნაცები გავაქროთ, ნაცები გავაქროთ და ბოლოს ჩემი ფეხები, ხო 9 წელი თქვენი ერთგული ხალხიი ფეხებზე დაიკიდეთ და მაინც თქვენს გვერდით იდგა ყველა არჩევნებზე, ხო 9 წელი მარტო იმას შეალიეთ, რომ ყურადღება არ მიგექციათ პრობლემისთვის, დრო გავიდოდა და დაავიწყდებოდა ხალხს, აღარ იქნებოდა ის თემა აქტუალური და მუშაობდა კიდევაც ეს სტრატეგია. ხო 9 წელი ნელნელა აქრობდით თქვენი ერთგული ხალხის თვალებში იმედის ნაპერწკალს, ახლა ის ხალხიც კი გაგინებთ, ვინც ასე გიერთგულათ, მაგრამ ბუას მოსვლის შიშით ისევ თქვენ გხაზავენ ფურცლებზე, რა ვეღარ დაიღალეთ ამ ბუა მოდის ძახილით, რა ვეღარ დაიწყეთ რამის კეთება, დავიღალეთ, დავიღალეთ, აღარავინ დაგრჩებათ გვერდით, ვინც თქვენს მაგივრად მუშტს, გინებას გადაეფარებიან, მათ შორის მეც ვარ და ყველამ იცის როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი და როგორ ვაკეთებდი თქვენს გამო და ახლა ემიგრაციაში ვარ და ჩემნაირად ძალიან ძალიან ბევრი არიან.

ხოდა დარჩებით მარტო და დაგერხევათ და მერე გაგახსენდებათ საქმის კეთება, მერე გაგახსენდებათ ის ერთგული ხალხი, ვისაც თქვენი იმედი აღარ აქვთ, იმიტომ რომ თქვენ მოუკალით ეს იმედი. ტრა***ები აწიეთ და საქმე გააკეთეთ და ამ ბუა მოდის თავი დაანებეთ, თუ მოსასვლელია თქვენ ვერაფერს იზამთ. თუ ხალხი გადაწყვეტს როგორც ის ბუა გაუშვეს, ისევე მოუშვებენ.

ასე რომ, ტრ***ები აწიეთ და სანამ კიდე დაგრჩათ ხალხი, რეიტინგი და პატივისცემა, მთლად ნუ გაანიავებთ. ტრა***ები აწიეთ და გაინძერით“, – წერს ფოლკენშტერნი სოციალურ ქსელში.

კომენტარები