მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პატრიარქი გამოიტანს საკითხებს” – საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

“პატრიარქი გამოიტანს საკითხებს” – საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე.

“როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ხოლმე საკითხები ცნობილი. პატრიარქს დაველოდებით, რა საკითხებს გამოიტანს. აქამდე უნდა ყოფილიყო, ვერ მოხერხდა.

[მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობაზე] არ ყოფილა საუბარი, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად. პატრიარქი გამოიტანს საკითხებს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები