მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა – გზავნილის შინაარსი საჯაროა

პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა – გზავნილის შინაარსი საჯაროა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა.

ილია მეორე კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად.

“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები