მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას”

“პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას”

რა თქმა უნდა, ომის საფრთხის წინაშე ვართ. პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმაროთ, მაგრამ ყველაფერი მაინც შენი არჩევანია. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოგებულიყო ამდენ პროვოკაციაზე და არ ჩართულიყო ომში. არავითარ შემთხვევაში ომი, – ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა ელდინო საღარაძემ განაცხადა.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას ჰქონდა თუ არა მსგავსი აღქმა და განცდა, რომ სურდათ საქართველო ჩართულიყო ფართომასშტაბიან ომში, ელდინო საღარაძე აცხადებს, რომ ამის მცდელობა ნამდვილად იყო.

“როგორც ყველა ქართველს მეც ძალიან მაღელვებს დღეს შექმნილი მდგომარეობა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი დედამიწისათვის. დღეს ყველა შფოთავს პატარა სახელმწიფოდან დიდ სახელმწიფომდე და ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ულმობელ, მაგრამ ძალიან საინტერესო დროში. ულმობელიც გახდა იმის გამო, რომ ყველა ჩხუბობს, ყველას სურს თავისი გავლენა მოახვიოს მას და მით უმეტეს, ჩვენს გარშემო მყოფი უძლიერესი სახელმწიფოები როგორ ცდილობენ, რომ გაზარდონ რაც შეიძლება თავისი გავლენის ძალები და მოიპოვონ ძალაუფლება თავისზე უფრო სუსტ სახელმწიფოებზე. გულუბრყვილო უნდა იყო და სრულიად ბრიყვი რომ ამას ვერ მიხვდე. ნამდვილად იყო ამის მცდელობა. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი, მან უნდა მოახერხოს თავისი ეკონომიკური აღორძინება, რომ გადარჩეს”, – განაცხადა ელდინო საღარაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

კომენტარები