მთავარიახალი ამბები

პირველი განაჩენი ომის დანაშაულისთვის უკრაინაში – 21 წლის სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პირველი განაჩენი ომის დანაშაულისთვის უკრაინაში – 21 წლის სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს ომის დანაშაულის ჩადენის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 21 წლის სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი პირველია, ვინც ამ ბრალდებით გასამართლდა.

მას ბრალად 28 თებერვალს უკრაინის სოფელ ჩუპახივკაში, 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობა ედება.

ჯარისკაცმა აღიარა, რომ მშვიდობიან, უიარაღო მოქალაქეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მაგრამ პროცესზე თქვა, რომ ის მოქმედებდა ბრძანების მიხედვით და პატიება სთხოვა მოკლულის ქვრივს.

კომენტარები