მთავარიახალი ამბებისლაიდი

პირი, რომელმაც ქუთაისში, პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

პირი, რომელმაც ქუთაისში, პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა.

ძაგნიძის ოჯახი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ისინი თავად დაზარალდნენ და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტის დროშის აღმართვისთვის ძაგნიძე 500 ლარით დააჯარიმეს, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე სტიკერების “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრისთვის აქტივისტების დაჯარიმება ქუთაისის მერიას 1000-1000 ლარით სურდა.

კომენტარები