მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“პირში, ცხვირში და რა ვიცი კიდევ სად, ყველგან მტვერი, სილა, ცემენტი და გაჯი გვაქვს”, – რა ხდება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე

“პირში, ცხვირში და რა ვიცი კიდევ სად, ყველგან მტვერი, სილა, ცემენტი და გაჯი გვაქვს”, – რა ხდება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია.

აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები თვეების წინ დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი საავტომობილო გზის გადაკეტვაც გახდა საჭირო.

აღნიშნულ ქუჩაზე კომერციული ობიექტებია განლაგებული და ასევე პერიმეტრზე ვაჭრობენ თვითდასაქმებულები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გაჭიანურებული სამუშაოების გამო ისინი შიმშილისთვის გაიმეტა.

“სამი თვეა პირში, ცხვირში და რა ვიცი კიდევ, ყველგან მტვერი, სილა, ცემენტი და გაჯი გვაქვს. ან რატომ დაიწყეს და თუ დაიწყეს, რატომ არ ასრულებენ. მშიერი დავრჩით, აქ ამ სიცხეში მუშაობა მუშას ეზარება და კლიენტი მტვერში და ბდღვირში ვინ შემოგაკითხავს”, – უთხრა იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” ადგილზე დასაქმებულმა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის გამო ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება 10 აგვისტოდან დროებით შეწყდა.

შესაბამისად, საავტომობილო ნაკადის რეგულირების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდა რუსთაველის ხიდიდან დავით აღმაშენებლის მოედნამდე.

რაც შეეხება ავტობუსების გაჩერებებს, ის დროებით ორ ლოკაციაზე განთავსდა: ერთი – მოედანზე, კოლონადის წინ, ხოლო მეორე-რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, გაფრინდაშვილის ქუჩის ასახვევთან.

კომენტარები