მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პრეზიდენტო, თქვენ ეს შეგიძლიათ”, – ქუთაისში კრიტიკული მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა

“პრეზიდენტო, თქვენ ეს შეგიძლიათ”, – ქუთაისში კრიტიკული მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა

“პრეზიდენტო, თქვენ ეს შეგიძლიათ”, – ამ შინაარსის ტრანსფარანტით პრესის თავისუფლების დღეს ქუთაისში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ჟურნალისტების თქმით, “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს.

“მედიამენეჯერის გათავისუფლებით პრეზიდენტს შეუძლია დემოკრატიოული მედიაგარემო დაიცვას და ამით ევროკავშირის 12 პუნქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა შეასრულოს. სალომე ზურაბიშვილს ამ ქმედებით შეუძლია თქვას ან დაამტკიცოს, რომ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში მისი პატრონაჟის ქვეშ არის”, – განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

კომენტარები