მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და თან ძალიან შეურაცხმყოფელი თავის შინაარსით”

“პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და თან ძალიან შეურაცხმყოფელი თავის შინაარსით”

თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო, – ამის შესახებ საქრთველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყველაზე უარესი გზავნილია, რაც შეიძლება გაკეთებულიყო ბრიუსელისკენ.

“მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმის გამო, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში, რაც დავინახეთ პარლამენტში, ეს არის საწინააღმდეგო იმისა, რაც აჩვენა საზოგადოებამ.

საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა – ანუ, აბსურდი და თან ძალიან შეურაცხმყოფელი თავის შინაარსით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები