მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რანაირად მოახერხეთ, რომ მხოლოდ ნაღდი ფულით არის შესაძლებელი სერვისის მიღება?!”

“რანაირად მოახერხეთ, რომ მხოლოდ ნაღდი ფულით არის შესაძლებელი სერვისის მიღება?!”

ქუთაისში, ქალაქის მთავარ გასართობ სივრცეში, ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში სერვისის მიღება მხოლოდ ნაღდი ფულით არის შესაძლებელი.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი პაატა ნინუა წერს.

“იცით რა მაინტერესებს, 21-ე საუკუნეში, სადაც კრიპტოვალუტა არსებობს და უკვე ამ ვალუტით ჩვეულებრივად შესაძლებელია იყიდო ბოსტნეული, ხილი, რესტორანში გადაიხადო, მომსახურე პერსონალს ჩაი დაუტოვო და ა.შ. ქუთაისში ბავშვების ერთადერთი გასართობი სივრცე, გორაზე მდებარე პარკში, რანაირად მოახერხეთ, რომ მხოლოდ ნაღდი ფულით არის შესაძლებელი სერვისის მიღება, დავიჯერო ტერმინალის არსებობა არ იცით?”, – წერს პაატა ნინუა.

კომენტარები