მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რატომ ჩამოხსნეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის ფასადიდან უკრაინის, ევროკავშირის და საქართველოს დროშები (Video)

რატომ ჩამოხსნეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის ფასადიდან უკრაინის, ევროკავშირის და საქართველოს დროშები (Video)

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის ფასადზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განუცხადა, რომ დროშები ქარმა დახია.

“დროშები ქარმა დახია. ამიტომ ჩამოიხსნა. წაიღეს და არ ვიცი როდის დაკიდებენ”, – გვითხრა თეატრის დირექტორმა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის ფასადზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშები პირველ მარტს გამოჩნდა. ადგილობრივები უკვე მე- 9 დღეა, მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის აგრესიას გმობენ.

სამოქალაქო სექტორი, რიგითი ქუთაისელები, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ზოგადად ყველა, გარდა “ქართული ოცნებისა”, მოძმე ქვეყანას ღია მხარდაჭერას უცხადებს.

კომენტარები