მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში კავკასიური მურა დათვი მოკლეს

რაჭაში კავკასიური მურა დათვი მოკლეს

რაჭაში, სოფელ უწერის ტყეში კავკასიური მურა დათვი მოკლეს.

მოკლული დათვის მოლაშქრე ნიკა გუგეშაშვილმა აღმოაჩინა. დათვი ჯერ ხაფანგშია გაბმული, მერე კი ორივე წინა ფეხზე ბრჭყალები სავარაუდოდ, დაჭრილი აქვს.

ცნობილია, რომ დათვის ბრჭყალებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში შედის. წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია.

ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

კომენტარები