მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

რაჭაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

სოფელში ცოფის შემთხვევა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ძაღლმა პატრონს უკბინა, რის შემდეგაც შინაური ცხოველი მოკვდა და მასალა ლაბორატორიაში კვლევაზე გაგზავნეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლა საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული.

კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

ამ დროისათვის ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები