მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში ცოფის 3 შემთხვევა გამოვლინდა

რაჭაში ცოფის 3 შემთხვევა გამოვლინდა

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლზე 3 ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას.

“მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი დღით არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი”, – ამბობენ ამბროლაურის მერიაში.

კომენტარები