მთავარიახალი ამბებისლაიდი

“რა კეთდება ამ ქალაქში ხარისხიანად?!“ – ქუთაისში ახლადმოწყობილ სკვერს განმეორებითი რეაბილიტაცია ესაჭიროება

“რა კეთდება ამ ქალაქში ხარისხიანად?!“ – ქუთაისში ახლადმოწყობილ სკვერს განმეორებითი რეაბილიტაცია ესაჭიროება

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სკვერს, განმეორებითი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

ქვაფენილების დიდი ნაწილი დეფორმირდა, მათი ნაწილი კი ამოიყარა.

“რა კეთდება ამ ქალაქში ხარისხიანად?! მთელი წელი მტვერში ვიყავით, სკვერს ვაკეთებთო, ძლივს დაასრულეს და ვაი ასეთ გაკეთებულს. წვიმაში ფეხს რომ ვაბიჯებ, ქვაფენილის შიგნით წყალია და სახეში მესხმება. ხალხი არ ვარგივართ, თორემ ადამიანი, რომელიც ხალხის ფულს უხარისხოდ ხარჯავს, დასაჭერია”,- აცხადებს ადგილობრივი ქეთი უგულავა.

სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234 056 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები