მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რა ტიპის ვირუსია, ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება” – გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა

“რა ტიპის ვირუსია, ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება” – გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხეიძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება მეტი, ვიდრე პანდემიამდე.

მისივე თქმით, შემთხვევების მატების მოლოდინია კორონავირუსთან დაკავშირებითაც და რთული გასარჩევი იქნება, რა ტიპის ვირუსი აქვს პაციენტს.

“როგორც ჯანმო ამბობს, პანდემიის მიმდინარეობისას, ორ-სამ წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა, შესაბამისად, დამცველობითი უნარი გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ამიტომ მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს. ეს არის ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი H3N2 ტიპის ვირუსი და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსისა. ანალოგიური მატების მოლოდინი გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით, ამიტომ, საკითხი თუ რა ტიპის ვირუსია ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვისაა დამახასიათებელი, ტემპერატურის მკვეთრი მატება 38.5 და მეტი ძლიერი სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, ყელის, თავის ტკივილი – ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ომიკრონის შემთხვევაშიც დაფიქსირდეს მაღალი ცხელება. ამიტომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან ძნელი იქნება განსხვავება ეს არის გრიპი, თუ კორონავირუსი.

15 ნოემბრამდე იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო და კიდევ ერთი კვირით 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა, ამიტომ განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ჯგუფის კატეგორიაში შედის, ესენი არიან – ორსულები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამართალდამცავები, ექიმები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ ახლაც გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები