მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში – დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადება

რა შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში – დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადება

დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში დარჩნენ სახლში.

“თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ყელის, თავის ან წელის ტკივილი; სურდო; ზომიერი ცხელება; ხველა; ღამით ოფლიანობა; საერთო სისუსტე. დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.

პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და მიიღეთ ონლაინ კლინიკის მომსახურება. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია”, – წერს დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

 

კომენტარები