მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რიკოთზე ვმოძრაობთ, მაგრამ შიშით, ისე აქვთ მთები გადაჭრილი, როდის რა ჩამოიყრება არავინ იცის”

“რიკოთზე ვმოძრაობთ, მაგრამ შიშით, ისე აქვთ მთები გადაჭრილი, როდის რა ჩამოიყრება არავინ იცის”

რიკოთის უღელტეხილი დილიდან მსუბუქი ავტომობილებისთვისაც გაიხსნა.

მოქალაქეები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე შეუფერხებლად გადაადგილდებიან, თუმცა ამბობენ, რომ პერიმეტრზე არსებული ხშირი პრობლემების გამო, შიშის ფაქტორი აქვთ.

“რიკოთზე ვმოძრაობთ, მაგრამ შიშის ფეთებით, ისე აქვთ მთები გადაჭრილი, მიჭრილი და მოჭრილი, როდის რა ჩამოიყრება არავინ იცის, ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს”, – აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

რიკოთის უღელტეხილზე რამდენიმე დღის წინ ქვების ცვენა იყო.

კომენტარები