მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

როდიდან და რამდენით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება

როდიდან და რამდენით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. პირველი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, წელს, ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 341 მილიონ ლარს შეადგენს.

“ასევე, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები