მთავარისლაიდიქუთაისი

“რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი გამომძიებელი ან ფერმერი”- ნესტან ჩაგელიშვილი

“რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი  გამომძიებელი ან ფერმერი”- ნესტან ჩაგელიშვილი

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  ჟურნალისტი   ნესტან ჩაგელიშვილია.  

სახელი: ნესტან

გვარი: ჩაგელიშვილი

სამუშაო ადგილი: “რუსთავი 2”, “ნიუპრესი”, “ინტერპრესნიუსი.”

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი … გამომძიებელი ან ფერმერი.

ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს.. მუდმივი გამოწვევები და სირთულის დაძლევით შექმნილი კარგი სიუჟეტები.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… მალე შევიცვლიდი პროფესიას, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი…ალბათ, ერთ-ერთი ასეთი, ბათუმის ტრაგედიაზე მომზადებული მასალები იქნება.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… თავმდაბლობას.

მჯერა, რომ… სიკეთე არ იკარგება.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… პასუხისმგებლობის გრძნობა.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… პასუხისმგებლობის გადაჭარბებული გრძნობა.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ჩემი ოჯახი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…დამეწერა მოთხრობა ჩვენს ბავშვურ თავგადასავლებზე.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… სადმე მოგზაურობაში.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ხატვა.

ამოჩემებული სამოსი… არ მაქვს, მნიშვნელოვანია, რომ სამოსი კომფორტული იყოს.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… მგონი, არაფერი მავიწყდება, სისულელეებიც კი.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … პრინციპში, აღარაფერი გამიკვირდება.

ადრე ვფიქრობდი, რომ… საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატო.

ახლა ვფიქრობ, რომ… ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა ზოგჯერ გარკვეული კომპრომისიც საჭიროა.

თავისუფალ დროს...ვცდილობ, სხვადასხვა ქალაქი და იქ არსებული ძეგლები ვნახო.

მეშინია…სიკვდილის.

ვტირი მაშინ, როდესაც… ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… მართალი არ ვარ.

ყველაზე მეტად მიყვარს…სიმშვიდე.

არასოდეს გავაკეთებ… არასოდეს დავამცირებ ადამიანს შეგნებულად.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…ჯერ კიდევ ვერ ვამბობ, რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა, იმედია, შევძლებ.

სიყვარული არის… ღმერთი.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ხშირად ვარ ბედნიერი.

როდესაც ცუდად ვარ… მარტო უნდა დავრჩე.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… ნეტავ, დღეს, სად წავალთ?

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის…ვერ ვიხსენებ.

პირად ურთიერთობებში ვარ…ზედმეტად ფრთხილი და არარომანტიკული.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც...ნესტან ჩაგელიშვილი

 

 

 

 

კომენტარები