მთავარიახალი ამბები

რუსეთმა უკრაინაში დღემდე 27 200 ჯარისკაცი, 3 000-მდე ჯავშანტექნიკა და 1 200-ზე მეტი ტანკი დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში დღემდე 27 200 ჯარისკაცი, 3 000-მდე ჯავშანტექნიკა და 1 200-ზე მეტი ტანკი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 27 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.05-მდე: ტანკები – 1 218 (+13), ჯავშანტექნიკა – 2 934 (+34), საარტილერიო სისტემები – 551 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 195 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 88 (+0), თვითმფრინავი – 200 (+0), ვერტმფრენები – 163 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 059 (+17), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 411 (+6), სპეციალური ტექნიკა – 42 (+1), საკრუიზო რაკეტები – 95 (+0).

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

კომენტარები