მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 287 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 287 ბავშვი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 795 ბავშვი დაზარალდა. აქედან 287 ბავშვი დაიღუპა, 508 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტად, რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად, ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში – 217, ხარკოვში – 149, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 53, ხერსონში – 52, მიკოლაივში – 48, ზაპოროჟიეში – 30, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და კიევში – 16.

დაზარალებული ბავშვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად კიდევ 16 ბავშვი დაშავდა.

კომენტარები