მთავარიახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს

რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს.

Unian-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რომელიც უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

რუსების კიდევ ერთ სისასტიკეზე ისაუბრა კრივოგი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა.

მისი თქმით, კახოვკას წყალსაცავის სანაპიროზე აგრესორებმა “გრადებიდან” ესროლეს ნავს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.

“ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 ზრდასრული. ორი ზრდასრული კაცი და ერთი ქალი ერთდროულად დაიღუპა, 13 წლის ბავშვი მოგვიანებით გარდაიცვალა. 7 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 კი გაუჩინარდა. ეს იყო ამ ნავის მეშვიდე რეისი. ნაგვები! კარგად იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ესროლეს რაკეტები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადარჩენას სურდათ. ეს არის ომის დანაშაული!”, – განაცხადა ვილკულმა.

 

კომენტარები