მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… უსამართლობა და ცინიზმია”

“სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… უსამართლობა და ცინიზმია”

მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! –  ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ოთხი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

“სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე…

მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ…

მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!

გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!

და აქ ომი არ იქნება!!!

ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!!

შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

კომენტარები