მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა – “ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი?!”

სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა – “ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ასე როგორ დაგოიმდი?!”

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

მისი განცხადებით, ივანიშვილმა “სტავკა” პუტინის გამარჯვებაზე დადო, თუმცა მას ძალიან ცუდად აქვს საქმე.

“მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ეხლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ესე როგორ დაგოიმდი ა?! პუტინი ასხავს ბოლომდე უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში.

ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ რა იცით, დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს და მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი, თითქოს კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მისი განცხადებით, საქართველო სრულიად დაუცველია და პუტინი, რომელიც უკრაინაში შეჭრას ვეღარ ახერხებს, მისი მეორე გეგმა შიდა ქართლის ანექსიაა, რომლის რუსეთისთვის მიერთება სურს.

 

კომენტარები