მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში 73 წლის ქართველი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ქმედებისა და იარაღის ტარებისთვის დააკავეს

საბერძნეთში 73 წლის ქართველი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ქმედებისა და იარაღის ტარებისთვის დააკავეს

საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველი მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო ბრალი წარუდგინა.

ბერძნული მედიის ცნობით, ასაკოვანი მამაკაცი დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა.

მათი ინფორმაციით, ის მაშინვე შენიშნეს დრამის პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილზე დააკავეს.

პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის.

კომენტარები