მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სავარაუდოდ, გაგუდეს და მოკლეს”- 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

“სავარაუდოდ, გაგუდეს და მოკლეს”- 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. მოაaრდს გუშინ ღამით ოჯახის წევრები და მეზობლები ეძებდნენ.

არსებული ცნობებით, ბოლოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები