მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საირმის” ხელმძღვანელობა არღვევს კანონმდებლობას და უგულვებელყოფს დასაქმებულთა შრომით უფლებებს”

“საირმის” ხელმძღვანელობა არღვევს კანონმდებლობას და უგულვებელყოფს დასაქმებულთა შრომით უფლებებს”

LABOR-მა საირმის დასაქმებულებთან ერთად დღეს სამედიაციო პროცესი დაიწყო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საირმის“ თანამშრომელთა შრომითი უფლებების მოგვარების მიზნით მიმართა.

„ვთანხმდებით, რომ წყალი „საირმე“ ნამდვილად ქართული ბუნების მადლია, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გავცდით ხარბ დამსაქმებლებს, რომლებიც უხეშად და აშკარად არღვევენ კანონმდებლობას და უგულვებელყოფენ დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის:

კომპანიაში დასაქმებული „საირმის“ თანამშრომლებს არასდროს გამოუყენებიათ შვებულების უფლება, რადგან დამსაქმებელი არასდროს აძლევდა მათ ამის უფლებას

სწორედ ამიტომ ლაბორ • LABOR -მა საირმის დასაქმებულებთან ერთად დღეს 14.02.2022 დავიწყეთ სამედიაციო პროცესი და მივმართეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხებზე მედიაციის გზით მოგვარების მიზნით

1. შრომითი ხელშეკრულებები
2. შრომის ანაზღაურება
3. ზეგანაკვეთური შრომა და ანაზღაურება
4. საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის უფლება,
შვებულება
5. დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება
6. შრომის უსაფრთხოება
7. გაუმართავი ინფრასტრუქტურა
8. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარება
9. ტემპერატურა სამუშაო ადგილას
10. სამუშაო დროის აღრიცხვა
11. ალკოჰოლური სიმთვრალის გამოვლენა
12. ქარხნის დირექტორის დამოკიდებულება დასაქმებულების მიმართ
13. კადრების სიმცირე
14. სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლება
15. კვების დანამატი
16. საწევროს გადარიცხვა
17. სამუშაო სივრცე საირმის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის
18 კოლექტიური შეთანხმება

იმედს ვიტოვებთ აღნიშული საკითხები გადაწყდება სამედიაციო პროცესში მოლაპარაკებების გზით“, – აცხადებენ „ლაბორში“

კომენტარები