მთავარიახალი ამბებიიმერეთი

საკადრო ცვლილებები იმერეთის სამხარეო პოლიციაში – ვინ ჩაანაცვლა თეიმურაზ კალანდია?

საკადრო ცვლილებები იმერეთის სამხარეო პოლიციაში – ვინ ჩაანაცვლა თეიმურაზ კალანდია?

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის პოლიციის უფროსად დაინიშნა, აღნიშნულ პოზიციაზე, ონის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან დარახველიძე დაინიშნა.

2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ლევან დარახვილიძეს საკუთარ სახელზე არაფერი აქვს გაფორმებული, მისი მეუღლის ნინო ცხვედიანის სახელზე კი არის ბინები თბილისში და ბათუმში, ასევე აგარაკი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები