მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – მთავარ კითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა

სალომე ზურაბიშვილი – მთავარ კითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა

მთავარ კითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვას.

ზურაბიშვილი ბრიფინგზე რეზიდენციასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და “ქართული ოცნების” ლიდერები გააკრიტიკა.

“მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ ვერ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები