მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამართალდამცველებს მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც მე მქონდა, ასევე აუდიოჩანაწერი”

“სამართალდამცველებს მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც მე მქონდა, ასევე აუდიოჩანაწერი”

ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამომძიებლების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

საგამოძიებო ორგანო ცამციშვილის გუშინდელი ბრიფინგით დაინტერესდა, როდესაც მან განაცხადა, რომ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის ფარგლებში კომპანია მეორად ქვაფენილს 5 ლარად ყიდის.

“სამართალდამცველებს მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელიც მე მქონდა. ასევე მივაწოდე ის აუდიოჩანაწერი, სადაც დასაქმებულები ადასტურებენ, რომ ქვაფენილს ნამდვილად ყიდიან. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.

კომენტარები