მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამი დღეა აღარ თოვს, თუმცა ქუთაისში ისევ კოლაფსია”

“სამი დღეა აღარ თოვს, თუმცა ქუთაისში ისევ კოლაფსია”

ქუთაისში სამი დღეა აღარ თოვს, თუმცა ქალაქში ისევ პრობლემებია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც თოვლის გამო მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები თოვლისგან გაწმენდილი ისევ არ არის, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

“სამი დღეა აღარ თოვს, თუმცა ქალაქში ისევ კოლაფსია. კიდევ კარგი რომ წვიმს, თორემ ეს თოვლი ალბათ, ქუთაისში მარტამდე დარჩებოდა. ქალაქის ცენტრში რომ მოსაცდელებს თოვლისგან არ გაასუფთავებ, ხომ წარმოგიდგენიათ პერიფერიებში რა ხდება”, – აცხადებს ადგილობრივი ლილე მანაგაძე.

ქუთაისში რამდენიმე დღე ინტესიურად თოვდა. ძლიერი თოვის გამო იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა.

კომენტარები